რეპერტუარი
რეპერტუარი
სასტუმროს ბარში
ტენესი უილიამსი
ერთ-ერთ სასტუმროში უცნაური წყვილი სახლდება. ქმარი მდიდარი, მაგრამ თავის იდეალებში დაკარგული მხატვარია, ცოლი კი თავისუფლების იდეით შეპყრობილი ავანტიურისტი. ისინი თავისი არაორდინალური და ერთი შეხედვით გაუწონასწორებელი საქციელით სასტუმროს პერსონალში გაღიზიანებასაც კი იწვევენ. ურთიერთობაში თანდათან ირკვევა მათი წარსული, რომელიც ორივეს თრგუნავს, მაგრამ სამწუხაროდ მომავალის პერსპექტივა არც ერთს აღარ აქვს...
ფიროსმანი
პიესის ავტორი: ელენე მაცხონაშვილი
თოჯინური სპექტაკლი მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლისთვის.
ერთმოქმედებიანმა თოჯინურმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ გააცოცხლა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. მარტოსული მხატვრის გენია ებრძვის სიდუხჭირეს, უყურადღებობას და იმარჯვებს სიყვარულში, იმ მარადიულ სიყვარულში, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაზე არ არის.
ქარიშხალი
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირის ქარიშხალი ბურუსით მოცული ამბავია. რეალური ფაქტია ეს თუ ადამიანის
წარმოსახვაში მიმდინარე ოცნებათა კრებული? ადამიანები ხშირად ჩვენ წარმოსახვებში ვქმნით
სამყაროს, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს კონტროლი კი გვანიჭებს
ძალაუფლებას, ძალაუფლება კი ბედნიერებას. ხშირად უკონტროლო ძალაუფლებაში გადასულნი
ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენს დაქვემდებარებაში, ჩვენივე ხელით შექმნილ სამყაროს, ვკარგავთ
საზღვრებს და ვვნებთ გარემოს, საზოგადოებას, ერთმანეთს. ჩვენი სპექტაკლი ქარიშხალი ყვება
ამბავს სადაც წარმოსახვებში გაჭრილი ადამიანი, შურისძიებისთვის მომართული, დასჯის და
ანადგურებს ადამიანებს რომლებმაც ის შეურაცყვეს. სჯის მათ, სამაგიეროს უხდის იმისთვის რაც
მას დამართეს. თუმცა ფინალში დგება პატიების ჟამი. პატიებისა როგორც საკუთარი თავისადმი
ისე მტრებისადმი. პატიებისა სამყაროსადმი.... მიმტევებლობა ეს არის ერთადერთი გზა
დავიწყოთ ახლიდან, ფსკერიდან დავიწყოთ, ჩვენი, როგორც წარმოსახვითი, ასევე რეალური
ცხოვრება.
მიმტევებლობა არის გზა მოვიპოვოთ საკუთარი თავში და სამყაროში ყველაზე მთავარი
თავისუფლება.