ჩემს შესახებ:
საბა ასლამაზიშვილი დაიბადა თბილისში, 1995 წელის 9 ივლისს.
საბა ასლამაზიშვილი - ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწიფო პროფესიული თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი 2023 წლის 1 ივლისიდან
2013-2017 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების
პროგრამა; დრამის რეჟისურა);
2018-2021 წლებში კი - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში
დადგა სპექტაკლები: „მსახიობები, რომლებსაც ვერ ხედავენ“, ნაწყვეტი
პიესიდან „ოიდიპოს მეფე“, „მეტამორფოზები“ ოვიდიუს ნაზონის მიხედვით,
სამუელ ბეკეტის „პირველი სიყვარული“ და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“.
საბა ასლამაზიშვილი არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია
„ხვლიკის“ დამფუძნებელი.
2018 წლიდან დღემდე თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო
თეატრებში საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით დაიდგა არაერთი
სპექტაკლი, კერძოდ: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“
(ილიაუნის თეატრი), ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ (თავისუფალი თეატრი),
დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო
თეატრი) და „ირინეს ბედნიერება“ (მესხეთის სახელმწიფო თეატრი), დათა
თავაძის „დედაომი“ (ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი), ანა-მარია
გურგენიშვილის „ბიოციდი“, მოლიერის „დონ ჟუანი“ (დამოუკიდებელი
თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, დაიდგა თბილისის ცირკში) და სხვა.
საბა ასლამაზიშვილი 2019 წელს გახდა პრემიების - „წინანდლისა“ და
„დურუჯის“ ნომინანტი სპექტაკლით „მარატ/სადი“ (ილიაუნის თეატრი). ამავე
სპექტაკლისთვის 2021 წელს დაჯილდოვდა „ვერცხლის ქოლგითა“ და
ახალგაზრდა რეჟისორისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით ტაშკენტის
საერთაშორისო ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე. არის 2020 წლის
ციფრული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული ნომინაციაში
„მაყურებლის ხმა“ სპექტაკლით „უბედურება“.
2021 წელს მიიღო შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელობის ჯილდო
სპექტაკლისთვის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი). 2023 წელს
საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაჯილდოებაზე მიიღო გრან-პრი
სპექტაკლისთვის „ირინეს ბედნიერება“.
კულტურის სამინისტრომ საბა ასლამაზიშვილი 2023 წლის 16 თებერვალს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
ხელშეწყობით დაფუძნებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“
სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მოიწვია.
2023 წელს ფოთის თეატრში დადგა უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ და
მონოსპექტაკლი „ყვარყვარე“ პოლიკარპე კაკაბაძის მიხედვით.
2023 წელს ზესტაფონის კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე - „უშანგი“,
„ქარიშხალმა“ მიიღო პრიზები: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მუსიკა,
საუკეთესო ქორეოგრაფია, საუკეთესო დრამატული ქალის როლი, საუკეთესო
სახასიათო როლი.
Contact
I'm always looking for new and exciting opportunities. Let's connect.
+995555327698