top of page

1-11.jpg

ისტორია

ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება.

1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ  იუზა ზარდალიშვილმა  დაარსა ფოთის დრამატული თეატრი.  

1936 წლის 11 ნოემბერს ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა – ი. ვაკელის ,,შამილი“.

ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა. 1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.

დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად  განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე  პრობლემატიკის შემცველი პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს   თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების  გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე.  თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივსალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.  ქმნის კოოპროდუქციას უცხოელ პარტნიორებთან ერთდ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, როგორც მოწვეული ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები.  გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. კლასიკურ და თანამედროვე რეპერტუარტან ერთად ფოთის თეატრში მიმდეინარეობს ექსპერიმენტელი დადგმების მიმართალებითაც. კეთდება პერფორმასებიც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის,  ვიყოთ უაღრესად თანამედროვენი,  ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი  არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე და მხატვრული ღირებულება.

ფოთის თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდებთან. ხშირად მართავს შეხვედრებს, რომლებზედაც ხდება თეატრის მუშაობის ანალიზი საზოგადოების სხვა დასხვა ფენებთან.  მათთან ერთად ხდება სხვადასხვა სპექტაკლების განხილვა, ეწყობა  შეხვედრები მსახიობებთან, რეჟისორებთან.

ფოთის თეატრი აფინანსებს სტუდენტების სწავლას სამსახიობო ფაკულტეტზე. ამის შედეგად ხდება ჩვენი თეატრის  კადრების შევსება და თაობათა ცვლა. 

თეატრს აქვს პროგრამა – რომლის ფარგლებშიც, წელიწადში ერთხელ, ჩვენი პარტნიორებისა და სპონსორებოს დახმარებით ვდგამთ სპექტაკლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებისა და ახალგაზრდების  მონაწილეობით. გაგვაქვს ეს სპექტაკლი ფესტივალებზე.

ფოთის თეატრი არის ორგანიზატორი და მასპინძელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დღეს არის მთავარი თეატრალური ფორუმი დასავლეთ საქართველოში.

თეატრალური პროცესის გარდა, თეატრი ცდილობს იქცეს საზოგადოებისთვის კულტურის ცენტრად.  თეატრის შენობაში ტარდება გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები, კინოჩვენებები, სხვა დასხვა სახის ღონისძიებები კულტურის სფეროში.  

თეატრის მუშაობა კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებით  სარგებლობს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს ფოთის თეატრი არის ერთერთი საინტერესეო თანამედროვე თეატრი ქართულ თეატრალურ სინამდვილეში.  მიღებული გვაქვს არაერთი ჯილდო, როგორც შიდა ქართულ თეატრალურ სივრცეში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე საზღვარგარეთაც.

bottom of page